თავის ქალა და შარვლის ნაფლეთები – სამხრეთ აფრიკის ეროვნული პარკის წარმომადგენლების თქმით, მხოლოდ ეს დარჩა ბრაკონიერისგან, რომელიც დაცულ ტერიტორიაზე 4 თანამოაზრესთან ერთად მარტორქებზე სანადიროდ შევიდა.
СNN ეროვნულ პარკზე დარყდნობით წერს, რომ ბრაკონიერს ნადირობისას თავს სპილო დაესხა და მოკლა, ხოლო ბრალდებულის თანმხლებმა პირებმა მისი ცხედარი გზის პირას გაიტანეს, რათა გამვლელებს ეპოვათ. სამხრეთ აფრიკის ეროვნული პარკი ამბობს, რომ მონადირეებს იმედი ჰქონათ, ვინმე ბრაკონიერის ცხედარს იპოვიდა, თავად კი მიიმალნენ.
შემთხვევიდან მეორე დღეს, მას შემდეგ, რაც ინციდენტის შესახებ რეინჯერებმა შეიტყვეს, ბრაკონიერის ნეშტის აღმოსაჩენად სამძებრო გუნდი წავიდა, თუმცა მხოლოდ თავის ქალა და შარვლის ნაფლეთები იპოვეს. ეროვნული პარკი ამბობს, რომ როგორც ჩანს, ის ლომებმა შეჭამეს.
გარეკანი ფოტო: Kariega Game Reserve Eastern Cape