ახალი ამბები

ჩოხატაურში დააკავეს 4 ბრაკონიერი, რომლებიც ტყის მცველს ფიზიკურად გაუსწორდნენ – სატყეო სააგენტო

19 ნოემბერი, 2023 • 2295
ჩოხატაურში დააკავეს 4 ბრაკონიერი, რომლებიც ტყის მცველს ფიზიკურად გაუსწორდნენ – სატყეო სააგენტო

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ჩოხატაურში, ბრაკონიერები მათ თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. უწყების ცნობით ოთხვე მათგანი უკვე დაკავებულია.

სატყეო სააგენტოში აცხადებენ, რომ სოფელ ზოტში, ბრაკონიერები ხეებს უკანონოდ ჭრიდნენ, რასაც შეეწინააღმდეგა ტყის მცველი თემურ მგალობლიშვილი. დაპირისპირებისას, ბრაკონიერთა ჯგუფი მას ფიზიკურად გაუსწორდა. მგალობლიშვილი დაზიანებებით ჩოხატაურის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

“კანონით გათვალისწინებული უმკაცრესი ზომები იქნება გატარებული ყველა იმ პირის მიმართ, ვინც რაიმე სახის ზეწოლას განახორციელებს სამსახურებრივი უფლებამოსილების შემსრულებელ პირზე”, – აცხადებენ სატყეო სააგენტოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი