ახალი ამბები

სამართალდამცავებმა მტკვარზე ელექტროშოკით თევზჭერის სამი ფაქტი გამოავლინეს

27 მარტი, 2019 • 1178
სამართალდამცავებმა მტკვარზე ელექტროშოკით თევზჭერის სამი ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლისა და აღმოსავლეთის  რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი გამოავლინეს. 

უწყების ინფორმაციით, მცხეთის მუნიციპიალიტეტის სოფელ ძეგვში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჩიანის მიმდებარედ და  ქალაქ რუსთავში, მდინარე მტკვარზე, მოქალაქეები გასაბერი ნავიდან ელექტორშოკური აპარატის გამოყენებით ახდენდნენ თევზჭერას.

თევზჭერის იარაღები და უკანონოდ მოპოვებული 20 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახეობის თევზი დაილუქა. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 6 ოქმი. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაიგზავნება შესაბამის უწყებაში.  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი