ხაზარაძემ და ჯაფარიძემ “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭო დატოვეს


მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭო ოფიციალურად დატოვეს.

მას შემდეგ, რაც საჯარო რეესტრმა “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისა და წესდების ცვლილების შესახებ დოკუმენტების სარეგისტრაციო წარმოება შეაჩერა, დღეს “თიბისი ბანკმა” ხარვეზის აღმოსაფხვრელად დამატებითი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია წარადგინა.

“ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია სუბიექტის რეგისტრირებულ  მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია. “საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოთხოვნის
დაკმაყოფილების თაობაზე”,- ნათქვამია საჯარო რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში.

“თიბისი ბანკის” მენეჯმენტში განხორციელებული ცვლილებებით სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ერიკ რაჯენდრა გავიდნენ.

ამავე თემაზე:

ხაზარაძე-ჯაფარიძემ TBC-ს სამეთვალყურეო საბჭოს დატოვებაზე აქციონერებს ოფიციალურად მიმართეს

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.