ახალი ამბები

ხაზარაძე-ჯაფარიძემ TBC-ს სამეთვალყურეო საბჭოს დატოვებაზე აქციონერებს ოფიციალურად მიმართეს

3 აპრილი, 2019 • 1627
ხაზარაძე-ჯაფარიძემ TBC-ს სამეთვალყურეო საბჭოს დატოვებაზე აქციონერებს ოფიციალურად მიმართეს

მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს დატოვების შესახებ ბანკის აქციონერებს ოფიციალურად აცნობეს. ბანკის დამფუძნებლებმა ოფიციალური განაცხადი 2 აპრილს წარადგინეს.

განცხადების მიხედვით, ხაზარაძე და ჯაფარიძე თანამდებობეს ინარჩუნებენ ლონდონში დაფუძნებულ თიბისი ბანკის ჯგუფში. დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატების შერჩევა უკვე მიმდინარეობს.

14 თებერვალს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა, სადაც თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაყენება მოითხოვა. 14 თებერვალსვე ლონდონის საფონდო ბირჟაზე კომერციული ბანკის აქციების ფასი შემცირდა.

მამუკა ხაზარაძის თქმით, 11 წლის წინადელ ტრანზაქციაზე დაწყებულმა გამოძიებამ თიბისი ბანკის აქციონერები ერთ თვეში 200 მლნ აშშ დოლარით აზარალა.

ხაზარაძემ 21 თებერვალს განაცხადა, რომ კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტს ტოვებს,  მსგავსი შინაარსის განცხადება ბადრი ჯაფარიძემაც გაავრცელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი