ახალი ამბები

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანას ნურსულთანი დაარქვეს

20 მარტი, 2019 • 2601
ყაზახეთის დედაქალაქ ასტანას ნურსულთანი დაარქვეს

დღეს, 20 მარტს,   ყაზახეთის დედაქალაქ ასტანას სახელი შეუცვალეს და უკვე ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის სახელი ნურსულთანი დაარქვეს. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება ქვეყნის კონსტიტუციაში პარლამენტმა უკვე დაამტკიცა და მას ხელი უნდა მოაწეროს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, კასიმ-ჯომარ ტოკაევმა.

ნურსულთან ნაზარბაევმა, რომელიც ყაზახეთს 1989 წლიდან მართავდა, გადადგომის შესახებ 19 მარტს განაცხადა. საპრეზიდენტო არჩევნებამდე პრეზიდენტი მოვალეობას ყაზახეთის სენატის სპიკერი კასიმ-ჯომარ ტოკაევი შეასრულებს. სპიკერის პოსტი კი უკვე დაიკავა ნაზარბაევის შვილმა, დარიგა ნაზარბაევამ.

პრეზეიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ტოკაევმა განაცხადა, რომ ყაზახეთის დიდი ქალაქების ცენტრალურ გამზირებს ნურსულთან ნაზარბაევის სახელს დაარქმევენ, ასევე, ქვეყანაში აღიმართება მისი ძეგლები.

როგორც რადიო “თავისუფლება” წერს, პრეზიდენტის თანამდებობის დატოვების მიუხედავად, ნურსულთან ნაზარბაევი კვლავ გავლენიანი ადამიანი იქნება. ის რჩება უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის პოსტზე, ასევე, ძველებურად გაუძღვება მმართველ პოლიტიკურ პარტიასა და ქვეყნის საკონსტიტუციო საბჭოს. გარდა ამისა, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნაზარბაევის პოლიტიკის გამგრძლებელი და მისი ერთგული პირია.

ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი გადადგა

მასალების გადაბეჭდვის წესი