ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი გადადგა

ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა დღეს, 19 მარტს, გადადგომის შესახებ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. საპრეზიდენტო არჩევნებამდე პრეზიდენტი მოვალეობას ყაზახეთის სენატის სპიკერი კასიმ-ჯომარ ტოკაევი შეასრულებს. ნაზარბაევი ყაზახეთს 1990 წლიდან მართავს.