საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მწუხარებას გამოთქვამს ახალ ზელანდიაში მომხდარი თავდასხმის გამო. “საქართველო გმობს იმ საშინელ თავდასხმას, რაც ახალ ზელანდიაში ორ მეჩეთზე განხორციელდა. ჩვენი ფიქრები ახალზელანდიელ ხალხთანაა, ვუსამძიმრებთ გარდაცვლილების ოჯახებს,”-წერს ტვიტერზე ზალკალიანი.
#Georgia strongly condemns the hideous attack on two mosques in #christchurch #NewZealand. Our thoughts are with the people of New Zealand, our condolences to the families of the victims. @MFATgovtNZ
— David Zalkaliani (@DZalkaliani) March 15, 2019
ახალ ზელანდიაში, ქალაქ ქრაისთჩერჩში, ორ მეჩეთზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 49 მდე გაიზარდა. BBC-ის ინფორმაციით, სულ მცირე 20 ადამიანი დაშავებულია. მომხდართან კავშირის ბრალდებით ამ დროისთვის დაკავებულია 3 კაცი და ერთი ქალი. თავად ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა მომხდარს ტერორისტული თავდასხმა უწოდა და განაცხადა, რომ ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდია.