ახალი ამბები

დავით ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩად ინიშნება

4 აპრილი, 2022 • 1095
დავით ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩად ინიშნება

საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, რომლის გადადგომის შესახებაც განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა, აშშ-ში საქართველოს ელჩად დაინიშნება.

ზალკალიანს საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ილია დარჩიაშვილი შეცვლის.

საგანგებო ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ აშშ საქართველოს ყველაზე სტრატეგიული პარტნიორია, ზალკალიანს კი მდიდარი დიპლომატიური გამოცდილება აქვს:

„ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენთვის ყველაზე სტრატეგიული პარტნიორი და, ბუნებრივია, როცა ჩვენი მთავრობა ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ნიშნავს ასეთი მდიდარი დიპლომატიური გამოცდილების მქონე კადრს, ამით ყველაფერი ნათქვამია. ჩვენი ამოცანა და სურვილია, კიდევ უფრო სხვა ნიშნულზე გადავიყვანოთ ამ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები“, – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი