საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მწუხარებას გამოთქვამს ახალ ზელანდიაში მომხდარი თავდასხმის გამო. “საქართველო გმობს იმ საშინელ თავდასხმას, რაც ახალ ზელანდიაში ორ მეჩეთზე განხორციელდა. ჩვენი ფიქრები ახალზელანდიელ ხალხთანაა, ვუსამძიმრებთ გარდაცვლილების ოჯახებს,”-წერს ტვიტერზე ზალკალიანი.

ახალ ზელანდიაში, ქალაქ  ქრაისთჩერჩში, ორ მეჩეთზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 49 მდე გაიზარდა. BBC-ის ინფორმაციით, სულ მცირე 20 ადამიანი დაშავებულია.  მომხდართან კავშირის ბრალდებით ამ დროისთვის დაკავებულია 3 კაცი და ერთი ქალი. თავად ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა მომხდარს ტერორისტული თავდასხმა უწოდა და განაცხადა, რომ ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდია.