12 მარტს ინტერნეტს 30 წელი შეუსრულა. თარიღს ზეიმობენ ინტერნეტის შექმნელის – სერ ტიმ ბერნერს-ლის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციები World Wide Web Foundation და Alliance for Affordable Internet (A4AI). პროექტი „ჩართე“ მოგვიწოდებს, შევუერთდეთ მსოფლიო კამპანიას #Web30 #ForTheWeb. როგორ?
გახდით ონლაინ დონორი თუნდაც 1 ლარად და სულ რაღაც რამდენიმე წუთში და „ჩაურთეთ“ ინტერნეტი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს: https://charte.ge/
როგორ მუშაობს „ჩართე“?
„ჩართე“ ინოვაციური, მარტივი და გამჭვირვალე საქველმოქმედო პლატფორმაა, რომელზეც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გახდეს ონლაინ დონორი და „ჩაურთოს“ ინტერნეტი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს.
დასარეგისტრირებლად საჭიროა 3 წუთი.
[checklist]
- შედიხართ საიტზე https://charte.ge/
- ირჩევთ სასურველ თანხას, რომელიც გსურთ, რომ ყოველთვიურად გადარიცხოთ;
- არეგისტრირებთ საბანკო ბარათს.
[/checklist]
დონორები იღებენ პროექტის გამჭვირვალობის ყოველთვიულ ანგარიშს თითოეული დანახარჯისა და აქტივობის აღწერით, ხოლო ბენეფიციარი მიიღებს ლეპტოპს, უფასო წვდომას ონლაინ კურსებზე და „ჩართეს“ გუნდის უწყვეტ ტექნიკურ-საგანმანათლებლო მხარდაჭერას. პროექტს უკვე 500-მდე ყოველთვიური ონლაინ დონორი ჰყავს. ჩართულია 300-მდე სოციალურად დაუცველი უფროსკლასელი.
რატომ ინტერნეტი?
- ინტერნეტი არის მსოფლიო ცოდნის უმთავრესი (და ხშირად ერთადერთი) წყარო და კომუნიკაციის, თვითგანვითარებისა და თვითგამოხატვის უმნიშვნელოვანესი საშუალება, რომლის გარეშეც დღეს წარმატების მიღწევა შეუძლებელია.
- საქართველოში 78000 სოციალურად დაუცველი სკოლის მოსწავლეა, რომელთაც არ აქვთ წვდომა ინტერნეტზე.
- საერთაშორისო კვლევების მიხედვით, ინტერნეტის გამოყენებასთან ერთად იზრდება მოსწავლის აკადემიური მოსწრება, ვითარდება კომპიუტერული უნარ-ჩვევები, იზრდება სოციალური კაპიტალი, დასაქმებისა და შემოსავლიანობის შანსები.
- განვითარებად ქვეყნებში ინტერნეტის პენეტრაციის 10%-იანი ზრდა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 1.35%-იან ზრდასთანაა კორელაციაში.