გუშინ ღამით წავკისი-თბილისის გზაზე მსუბუქი ავტომობილის ამოტრიალების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.
შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.
რუსთავი2-ის ინფორმაციით, დაღუპულები 18, 20 და 23 წლისები არიან.