ახალი ამბები

სამეგრელოში ავარიაში, სავარაუდოდ, ბედუკაძის ცემაში ბრალდებული პირი დაიღუპა

1 მარტი, 2019 • 1446
სამეგრელოში ავარიაში, სავარაუდოდ, ბედუკაძის ცემაში ბრალდებული პირი დაიღუპა

სამეგრელოში, ზემო ეწერში მომხდარ ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ერთ-ერთი მათგანი, სავარაუდოდ, ის პირია, რომლსაც გლდანის სასჯელაღსრულების #8 დაწესებულების ყოფილი თანამშრომლის – ვლადიმერ ბედუკაძის ცემა ედება ბრალად.

შსს-ს პრესსამსახურში ამბობენ, რომ ავარიაში კიდევ ორი ადამიანი დაშავდა. თუმცა პირების იდენტიფიცირებისგან თავს იკავებენ.

გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ლადო ბედუკაძე საავადმყოფოში მოხვდა, გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

მასალების გადაბეჭდვის წესი