ახალი ამბები

ლადო ბედუკაძე საავადმყოფოში მოხვდა, გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

14 თებერვალი, 2019 • 3524
ლადო ბედუკაძე საავადმყოფოში მოხვდა, გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

გლდანის სასჯელაღსრულების #8 დაწესებულების ყოფილი თანამშრომელი ვლადიმერ ბედუკაძე, რომელიც  2012 წელს ციხეში წამების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებაში ფიგურირებდა,  საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ინციდენტზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, ძალადობის ფაქტზე. უწყებაში აცხადებენ, რომ კონფლიქტში მონაწილე მეორე მხარეც დადგენილია, თუმცა არ ამბობენ, დაკავებულია თუ არა ის. შსს-ს ინფორმაციით, ჩხუბი დღეს ქუჩაში (რუსთაველის გამზირზე) მოხდა.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ბედუკაძეს ყოფილმა პატიმარმა სცემა, რომელიც სასჯელს იმ პერიოდში იხდიდა, როცა ციხის კადრების ავტორი ბადრაგად მუშაობდა.

ბედუკაძეც და ინციდენტში მონაწილე მეორე პირიც სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განმარტებით, არცერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იყო მძიმე და ორივეს სახლში გაუშვებენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი