ახალი ამბები

ხუნდაძე: 1 სექტემბრიდან არასრულწლოვნები ურეცეპტოდ გასაცემ წამალსაც ვერ იყიდიან

20 აგვისტო, 2014 • • 1329
ხუნდაძე: 1 სექტემბრიდან არასრულწლოვნები ურეცეპტოდ გასაცემ წამალსაც ვერ იყიდიან

პირველი და მეორე ჯგუფის წამლების არასრულწლოვანებზე მიყიდვა, თუნდაც რეცეპტით, 2014 პირველი იანვრიდანაა აკრძალული და მას ახლა მესამე ჯგუფის პრეპარატებიც დაემატა, რომელთა შეძენა ზრდასრულებისთვის ურეცეპტოდ შეიძლება. 

 

“საქართველოს კაონმდებლობით, აქამდე არასრულწლოვნებზე იკრძალებოდა გაცემა ალკოჰოლის, ლუდის, თამბაქოს და დაშვებული იყო სამკურნალო პრეპარატების გაცემა. ვფოქრობ, რომ აქაც გადაწყვეტილება აბსოლუტურად სამართლიანი და საჭიროა. არასრულწლოვანთა ხელში არ უნდა მოხდეს პრეპარატები, მით უმეტეს, რომელიც არის საფრთხის შემცვლელი. არასრულწლოვანმა შეიძლება მედიკამენტი არამიზნობრივად გამოიყენოს, მაგალითად, “ანდანტე”, როდესაც ის გარკვეული დოზირებით, ექიმის დანიშნულებით შეიძლება მიიღოს ადამიანმა, მაგრამ ჭარბი დოზირებით მოხმარების შემთხვევაში იწვევს ნარკოტიკულ თრობას”,- განაცხადა პარალმენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ. 

 

შეკითხვაზე, რატომ ვრცელდება არასრულწლოვნების მიმართ  შეზღუდვა ყველა წამალზე და რატომ არ გამოიყო წამლების ის ნუსხა, რომელიც ზედოზირების შემთხვევაში შესაძლოა ნარკოტიკული თრობის გამომწვევი გახდეს, ხუნდაძემ ასე უპასუხა:

 

“თუ არასრულწლოვანს ჭირდება რაიმე მედიკამენტი, მის მშობელს აქვს უფლება მესამე ჯგუფი წამლები შეიძინოს ურეცეპტოდ, პირველი და მეორე ჯგუფის წამლები კი რეცეპტის დაქვემდებარებით”. 

 

მისივე თქმით, თუ ფარმაცევტი შეიტანს ეჭვს მყიდველის ასაკთან დაკავშირებით, მას აქვს უფლება მოითხოვოს პირადობის მოწმობა, იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვნობის მიუხედავად ფარმაცევტი მაინც მიყიდის მედიკამენტს მოზარდს, იგი 500 ლარით დაჯარიმდება.

 

აღნიშნული ცვლილება “წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” კანონში  2013 წლის ზაფხულში შევიდა, რომელიც 2014 წლის 1 ინვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ამოქმედების ვადა 2014 წლის 1 სექტემრითვის გადაიდო. 

 

“გავითვალისწინეთ გარემოებები, რომ სამედიცინო საზოგადოება, ასევე, ფარმაცევტული საზოგადოება, ბოლო 20 წლის განმავლობაში მოკლებული იყო რეცეპტის მოხმარების წესს. ასევე გავითვალისწინეთ ის, რომ ქვეყანაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მესამე ეტაპი არ იყო ბოლომდე მიყვანილი, ეს ეტაპი სრულდება პირველ სექტემბერს. იმ სერვისებს, რომელიც გაერთიანებულია საბაზისო პაკეტში. მოსახლეობა სრულად მიიღებს 1 სექტემბრისათვის, ამიტომ კანონის ამოქმედების ვადა გადავწიეთ ამ დროისთვის”, –განაცხადა დიმიტრი  ხუნდაძემ. 

  

მასალების გადაბეჭდვის წესი