ახალი ამბები

რომან კაკულია ხაზარაძესა და ჯაფარიძეს კომიტეტის სხდომის შეწყვეტისთვის ბოდიშს უხდის

26 თებერვალი, 2019 •
რომან კაკულია ხაზარაძესა და ჯაფარიძეს კომიტეტის სხდომის შეწყვეტისთვის ბოდიშს უხდის

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია “თიბისი ბანკის” აქციონერებს – მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბოდიშს უხდის კომიტეტის 26 თებერვლის სხდომის შეწყვეტის გამო. რომან კაკულიამ ამის შესახებ “პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა.

“ღია ეთერში ბოდიშს ვუხდი მათ. მათთვის სიტყვის არმიცემა ჩემი ჩანაფიქრი კი არ იყო, არამედ ისეთი სიტუაცია, ისეთი კაკაფონია იყო, არც მათი მხრიდან ეს არ დაემსგავსებოდა საგნობრივ საუბარს, რომელიც მათ სურდათ. ამასთანავე, მე ვიცი, რომ ბატონი ირაკლი მათ სთავაზობდა იგივე ფორმატს. ამიტომ ჩემს თავს მივეცი სხდომის შეწყვეტის უფლება”, – თქვა რომან კაკულიამ.

ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის 26 თებერვლის სხდომაზე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის უნდა მოესმინათ, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, სხდომა შეწყდა. შესაბამისად, “თიბისის” აქციონერებს პარლამენტში გამოსვლის საშუალება არ მიეცათ. აღნიშნულის გამო “ქართული ოცნება” გააკრიტიკა ოპოზიციამ, თავად მამუკა ხაზარაძემ კი კიდევ ერთხელ გამოთქვა პარლამენტში მისვლის სურვილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი