დარგობრივი ეკონომიკის კომეტიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ამბობს, რომ თიბისი ბანკის საკითხზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ღიად საუბარი საფრთხის შემცვლელი იქნებოდა. კაკულიას მტკიცებით, სწორედ ამიტომ, კომიტეტმა სხდომის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის თქმითვე, საბანკო ზედამხედველობის პროცესში სებ-ის მიერ გატარებული ღონისძიებები საჯარო არ არის, შესაბამისად, სხდომაზე კობა გვენეტაძე ამის შესახებ ღიად ვერ ისაუბრებდა.
“კომიტეტის სხდომის დასრულების გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი გახდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადება. მან თქვა, რომ ის მზად არის ისაუბროს ყველაფერზე, თუ კომიტეტის წევრები აიღებენ პასუხისმგებლობას, რადგან მისი მოსაზრებით ყველა შეკითხვაზე პასუხის გაცემა შესაძლოა ზარალის მიმყენებელი ყოფილიყო კომერციული ბანკისთვის. აქედან გამომდინარე, კომიტეტის წევრებმა მივიჩნიეთ, რომ ეს განცხადება თითიდან გამოწოვილი არ იყო და ამის უკან გარკვეული ლოგიკა დგას, რის გამოც მივიღე გადაწყვეტილება სხდომის დასრულების შესახებ. ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადება. როგორც უკვე ვთქვი, დეპუტატებთან სებ-ის პრეზიდენტის დიალოგში შესვლა შესაძლოა საფრთხის შემცველი ყოფილიყო”,-აცხადებს რომან კაკულია.
დღეს, 26 თებერვალს, პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის უნდა მოესმინათ, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ხდომა შეწყდა. შესაბამისად, TBC Bank Group-ის აქციონერებს პარლამენტში გამოსვლის საშუალება არ მიეცათ.