ახალი ამბები

მთავრობა გეგმავს, 2020 წლისთვის 660 სამხედროს გადასცეს ბინები

26 თებერვალი, 2019 •
მთავრობა გეგმავს, 2020 წლისთვის 660 სამხედროს გადასცეს ბინები

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ 2020 წლისთვის “ყველა სამხედრო მოსამსახურე, რომლის წინაშეც სახელმწიფოს აქვს ვალდებულება კონტრაქტის საფუძველზე, დაკმაყოფილდება ბინებით როგორც გორში, ისე თბილისში”. ბახტაძის თანახმად, წელს 180 სამხედროს ოჯახი მიიღებს ბინებს, მომავალ წელს კი — 480, ანუ ბინები, ჯამში, კიდევ 660 სამხედროს გადაეცემა.

ბახტაძის თანახმად, გორში უკვე მიმდინარეობს საცხოვრებელი ბინების რემონტი და 2019 წლის ბოლომდე დაახლოებით 180 სამხედროს ოჯახი მიიღებს ბინას.

მისივე თქმით, მთავრობა თბილისში იწყებს ორი ახალი კორპუსის მშენებლობას და მომავალ წელს 480-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს გადაეცემა ბინები.

პრემიერის თანახმად, 2013 წლიდან დღემდე მთავრობამ საცხოვრებელი ფართი უკვე 1700-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს გადასცა.

გარეკანის ფოტოზე: საქართველოს ჯარისკაცები დამოუკიდბელობის დღის ზეიმზე თბილისში, თავისუფლების მოედანზე. 26 მაისი, 2016 © EPA/ZURAB KURTSIKIDZE

მასალების გადაბეჭდვის წესი