NDI-ის უახლესი კვლევის მიხედვით, რომელიც საზოგადოების განწყობებს ასახავს, საქართველოს მოსახლეობის 85 პროცენტი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით უნდა მოხდეს.
კვლევის მიხედვით, 2017 წელთან შედარებით იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ემხრობა პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას, გაიზარდა და 2018 წელს 85 პროცენტი შეადგინა. კვლევის მიხდვით, მოსახლეობის მხოლოდ 11 პროცენტი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი ხალხის მიერ არჩეულმა წარმოამდგენლობამ უნდა აირჩიოს.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და CRRC–საქართველო მედიის 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევის ცდომილება 2.1 პროცენტს შეადგენს.