ნეტგაზეთი | NAEC-ის დირექტორი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სასწავლო პროცესის ორიენტირი არ იყოს გამოცდა NAEC-ის დირექტორი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სასწავლო პროცესის ორიენტირი არ იყოს გამოცდა – Netgazeti
RU | GE  

NAEC-ის დირექტორი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სასწავლო პროცესის ორიენტირი არ იყოს გამოცდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, სოფო გორგოძის თქმით, განათლების რეფორმის მიმდინარეობის პროცესში ცენტრი მზად არის, ყველა დაინტერესებული მხარის პოზიცია მოისმინოს:

ჩვენ ღია ვართ შენიშვნებისა და განსხვავებული მოსაზრებების მოსმენისათვის. ეს არის სამუშო პროცესი და ამ პროცესში ჩართულია ყველა დაინტერესებული მხარე. შეხვედრები გაგრძელდება უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებთან, განათლების ექსპერტებთან და სკოლის წარმომადგენლებთან, რათა შემოთავაზებული მოდელი მაქსიმალურად დაიხვეწოს.”

სოფო გორგოძის თქმით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისთვის მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო პროცესის ორიენტირი არ იყოს გამოცდა და საგამოცდო სისტემა იყოს სამართლიანი ყველა აბიტურიენტის მიმართ.

  • ეროვნული გამოცდების ახალი მოდელის მიხედვით, 2020 წლიდან იცვლება ეროვნული გამოცდებზე ჩასაბარებელი აუცილებელი საგნების რაოდენობა.
  • პროექტის მიხედვით, ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება.
  • განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატში ცვლილებები არ იგეგმება, თუმცა დასძენენ, რომ 2020 წლიდან უმაღლესი სასწავლებლები თვითონ დააწესებენ მისაღები ქულების ბარიერს.

ამავე თემაზე:

მისაღები გამოცდები უნდა იყოს ცოტა და უნდა გაიზარდოს უნივერსიტეტების ავტონომია – ჯანაშია

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.