საზოგადოება

ეროვნული გამოცდები 4 ივლისს დაიწყება – განრიგი

7 ივნისი, 2022 • 2585
ეროვნული გამოცდები 4 ივლისს დაიწყება – განრიგი

ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს დაიწყება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით, 22 ივლისს კი სამოქალაქო განათლების გამოცდით დასრულდება. გამოცდებზე პირბადის ტარება ნებაყოფლობითი იქნება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდება, მისთვის დამატებითი საგამოცდო სესიის ორგანიზება მოხდება.

ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა დღეს, 7 ივნისს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველები გამოცდის ჩაბარებას 6 ივლისს შეძლებენ. ამასთან, ამავე თარიღიდან დაიწყება მასწავლებლების საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდები, რომელიც 25 ივლისს დასრულდება.

26-27 ივლისს კი მაგისტრანტობის კანდიდატების გამოცდები ჩატარდება.

რაც შეეხება სტატისტიკას, განათლების სამინსიტროს ინფორმაციით, ეროვნული გამოცდებისთვის დარეგისტრირდა 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი. სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის – 2 500-ზე მეტი, სამაგისტრო გამოცდისთვის – 9 500-ზე მეტი, ხოლო მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩასაბარებლად 34 500-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა.

ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი:

ქართული ენა და ლიტერატურა:
4 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
5 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
6 ივლისი (პირველი სესია);
4 ივლისი (პირველი სესია) – ოსური ენა;
8 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – მათემატიკა;

უცხოური ენა:
11 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა;
12 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა;
13 ივლისი (პირველი სესია) – ინგლისური ენა;
13 ივლისი (მეორე სესია) – რუსული ენა;
13 ივლისი (მეორე სესია) – ფრანგული ენა;
13 ივლისი (მეორე სესია) – გერმანული ენა;

ფიზიკა
14 ივლისი (მეორე სესია);

ლიტერატურა
14 ივლისი (მეორე სესია);

ქიმია
15 ივლისი (მეორე სესია);

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
15 ივლისი (მეორე სესია);

ისტორია
18 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
19 ივლისი (პირველი სესია);

ზოგადი უნარები
19 ივლისი (მეორე სესია);

ბიოლოგია
20 ივლისი (მეორე სესია);

გეოგრაფია
21 ივლისი (მეორე სესია);

სამოქალაქო განათლება
22 ივლისი (პირველი სესია);

სტუდენტთა საგრანტო კონკურსი
6 ივლისი (მეორე სესია);

საერთო სამაგისტრო გამოცდა
26 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა;
27 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა;

საგნის/პროფესიული უნარების/უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა
6 ივლისი (მეორე სესია) – უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა;

7 ივლისი (პირველი სესია):
ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV);
ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური);
ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური);

7 ივლისი (მეორე სესია):
მათემატიკა (დაწყებითი საფეხური);
მუსიკა;
სამოქალაქო განათლება (საბაზო ან /და საშუალო საფეხური);

14 და 15 ივლისი (პირველი სესია)
პროფესიული უნარები;

14 ივლისი (მეორე სესია)
ბიოლოგია (საბაზო ან /და საშუალო საფეხური);

15 ივლისი (მეორე სესია):
გეოგრაფია (საბაზო ან /და საშუალო საფეხური);
აზერბაიჯანული ენა;

19 ივლისი (მეორე სესია)
ქიმია (საბაზო ან /და საშუალო საფეხური);

20 ივლისი (პირველი სესია)
ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო ან /და საშუალო საფეხური);
მათემატიკა (საბაზო ან /და საშუალო საფეხური);
სომხური ენა;

21 ივლისი (პირველი სესია)
ისტორია (საბაზო ან /და საშუალო საფეხური);
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
სპორტი;
ფიზიკა (საბაზო ან /და საშუალო საფეხური);

22 ივლისი (პირველი სესია)
ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) – წერითი ნაწილი;
გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) – წერითი ნაწილი;
ფრანგული ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) – წერითი ნაწილი;
რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) – წერითი ნაწილი;
ქართული, როგორც მეორე ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) – წერითი ნაწილი;
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები – წერითი ნაწილი;

24 ივლისი
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები – პრაქტიკული ნაწილი;

25 ივლისი
ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) – პრაქტიკული ნაწილი;
რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) – პრაქტიკული ნაწილი;
გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) – პრაქტიკული ნაწილი;
ფრანგული ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) – პრაქტიკული ნაწილი;
ქართული, როგორც მეორე ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) – პრაქტიკული ნაწილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი