ახალი ამბები

ეროვნულ გამოცდაზე პირი ტესტის დაწერას ოჯახის წევრის ნაცვლად ცდილობდა – გორგოძე

8 ივლისი, 2022 • 1067
ეროვნულ გამოცდაზე პირი ტესტის დაწერას ოჯახის წევრის ნაცვლად ცდილობდა – გორგოძე

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, სოფო გორგოძის განცხადებით, ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა გამოცხადების  მაჩვენებელი 95%-ია.

მისი თქმით, ამ დრომდე დაფიქსირდა გამოცდებზე დაგვიანების 19 შემთხვევა. მისივე თქმით, ამ დროისთვის გამოცდიდან მოიხსნა 4 აბიტურიენტი.

„ასევე გვაქვს შემთხვევა, როდესაც აპლიკანტი სხვა დღეს მოვიდა გამოცდაზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა აპლიკანტს, რომ საგულდაგულოდ გაეცნონ საგამოცდო ბარათზე დატანილ ინფორმაციას, რათა მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს.

გვაქვს გამოცდიდან მოხსნის 4 შემთხვევა. ერთი იყო ტელეფონის ფარულად შეტანის გამო, მეორე- დამხმარე მასალის აღმოჩენის გამო, და იყო კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც კონკრეტული პირი მისი ოჯახის წევრის ნაცვლად ცდილობდა შეესრულებინა ტესტი. მინდა გავაფრთხილო აპლიკანტები, რომ მსგავსი შემთხვევები არ რჩება იდენტიფიცირების გარეშე. ჩვენ გვყავს ძალიან კომპეტენტური პერსონალი და ნუ ჩაიგდებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში. ცხადია, აღნიშნული შემთხვევა აღკვეთილია და ორივე დარეგისტრირებული აპლიკანტი მოხსნილია გამოცდიდან“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს ქართული ენის გამოცდით დაიწყო და  22 ივლისს სამოქალაქო განათლების გამოცდით დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი