ახალი ამბები

ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება

5 ივნისი, 2024 •
ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2024 წელს საგამოცდო პროცესი ერთიანი ეროვნული გამოცდებით 3 ივლისს დაიწყება.

3 ივლისს პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. ბოლო გამოცდა ფიზიკაში 26 ივლისს ჩატარდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდების დეტალური განრიგი იხილეთ ბმულზე.

საგნისა და  სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები პროცესში  5 ივლისიდან  ჩაერთვებიან. საგნის/უფროსი სპეციალური მასწავლებლის/საბაზო პროფესიული უნარების გამოცდების განრიგი იხილეთ ბმულზე.

5 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც. დეტალური ინფორმაცია გამოცდის თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე.

მაგისტრანტობის კანდიდატები საერთო სამაგისტრო გამოცდას (წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა) 17 და 18 ივლისს (ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა) ჩააბარებენ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი