თბილისში, დიდ დიღომში, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევა საღამოს საათებში მოხდა.
საპატრულო პოლიციის უფროსის, თეიმურაზ კუპატაძის ინფორმაციით, დაღუპულია, სულ მცირე, 3 ადამიანი, არიან დაშავებულები.
საცხოვრებელი კორპუსი ამ დროისათვის [21:20] სრულად ევაკუირებულია.
ნეტგაზეთი დამატებით დეტალებს ადგილიდან შემოგთავაზებთ.