სატვირთო მანქანა, რომელსაც პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიისას გამოყენებული სამხედრო ტექნიკა(ქვემეხი) გადაჰქონდა, ავარიაში მოყვა.
შემთხვევა საგარეჯოს რაიონში მოხდა. როგორც “ნეტგაზეთს” შსს-ში განუცხადეს, მიკროავტობუსის მძღოლს, რომელიც სატვირთოს შეეჯახა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის მუხლით, 250 ლარით დაჯარიმდა.
ინციდენტის შედეგად მიკროავტობუსი დაზიანდა, თუმცა არავინ დაშავებულა.

