ახალი ამბები

პოლიციის უსაფრთხოება შსს-ს პრეროგატივაა – ლომჯარიას პასუხი გახარიას

16 დეკემბერი, 2018 •
პოლიციის უსაფრთხოება შსს-ს პრეროგატივაა – ლომჯარიას პასუხი გახარიას

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შს მინისტრ გიორგი გახარიას პასუხობს და ამბობს, რომ გამოხატვის თავისუფლება და პოლიციის უსაფრთხოება დაცული იქნებოდა, შსს-ს ოპოზიციისთვის წინასწარი გაფრთხილება რომ მიეცა.

“მე ვფიქრობ, ოპოზიციისთვის წინასწარ რომ ყოფილიყო გაფრთხილება გაკეთებული, რომ ამ გზით ვერ შევიდოდნენ თელავში და ალტერნატიული გადაადგილების გეგმა თუნდაც წინა დღით შეეთავაზებინათ, ოპოზიცია უფრო დროულად ორგანიზდებოდა და პოლიციას არ მოუწევდა საპროტესტოდ დამუხტული მასის აგრესიის ატანა. ამით უფრო იქნებოდა დაცული გამოხატვის თავისუფლება და პოლიციის უსაფრთხოება. მე პატივს ვცემ ქართულ პოლიციას, მაგრამ ჩემი მანდატი ადამიანის კონსტიტუციური უფლებების დაცვაზე ზედამხედველობაა. პოლიციის უსაფრთხოება შსს-ს პრეროგატივაა”, – წერს ლომჯარია გახარიას საპასუხოდ.

დღეს, მას შემდეგ, სახალხო დამცველმა შსს-ს მიმართა, თელავისკენ მომიტინგეთა თავისუფლად გადაადგილება უზრუნველეყო, გიორგი გახარიამ მას მოუწოდა, აქციის მონაწილეების ქცევასაც მიაქციოს ყურადღება.

“ზოგჯერ პოლიციის, ჟურნალისტის, სახელმწიფო მოსამსახურეთა უფლებებსაც სჭირდება დაცვა ხანდახან”, – განაცხადა გახარიამ.

ამავე თემაზე:

ლომჯარია შსს-ს მიმართავს, თელავისკენ მომიტინგეთა თავისუფლად გადაადგილება უზრუნველყოს

მასალების გადაბეჭდვის წესი