ახალი ამბები | ,

თბილისში ავტოავარიის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

13 დეკემბერი, 2018 | | 1123
თბილისში ავტოავარიის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ინციდენტი დღეს, 13 დეკემბერს, საღამოს მოხდა.

როგორც “ნეტგაზეთს” შსს-ში განუცხადეს, ერთმანეთს BMW-სა და მერსედესის მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ. შედეგად, BMW-ში მყოფი სამი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. ადგილზე მალევე გამოჩნდნენ პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი