ახალი ამბები

მეკარე გიორგი ლორიას მხარდაჭერა გურამ კაშიას

29 აგვისტო, 2018 • 2502
მეკარე გიორგი ლორიას მხარდაჭერა გურამ კაშიას

საფეხბურთო ნაკრების მეკარე გიორგი ლორია სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე გურამ კაშიას მხარდამჭერ კამპანიას შეუერთდა. ამ დროისთვის ლორია ნაკრების მეოთხე ფეხბურთელია, რომელმაც სოციალურ ქსელებში საჯაროდ დაუჭირა მხარი კაშიას.

კაშიას მხარდაჭერა ასევე გამოუცხადეს ნიკა კვეკვესკირმა, გიორგი ქვილითაიამ, გიორგი მერებაშვილმა.

#გურამშენთანვართ – ამ ჰეშთეგით სოციალურ ქსელებში გურამ კაშიას მხარდამჭერი კამპანია დაიწყო მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა ფეისბუკის ოფიციალური გვერდი შეურაცხმყოფელი შეტყობინებების/კომენტარების გამო სავარაუდოდ გააუქმა, ხოლო ინსტაგრამის საჯარო ანგარიში მხოლოდ გამომწერებისთვის გახადა ხელმისაწვდომი.

სოციალურ ქსელებში კაშიას წინააღმდეგ ახალი ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების მცველი უეფას თანასწორობის ჯილდოს მფლობელი გახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი