ახალი ამბები

ძლიერი წვიმის შედეგად თუშეთში გზა ჩაიკეტა

10 აგვისტო, 2018 • 2649
ძლიერი წვიმის შედეგად თუშეთში გზა ჩაიკეტა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური წვიმის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ28-კმ64 მონაკვეთზე ჩამოსულია მიწა-კლდის მასა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 43-ე კმ-მდე, ჯამში 15 კილომეტრი გზა უკვე გაწმენდილია, დარჩენილ მონაკვეთებზე სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

სოფელ ომალოში ახმეტის გამგებლის წარმომადგენელმა რუსთავი 2-ს უთხრა, რომ თუშეთში ჩარჩენილები არიან ტურსტები, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა არ იცის.

მასალების გადაბეჭდვის წესი