ნეტგაზეთი | სვანეთში ასობით პოლიციელი შევიდა – დაპირისპირება ხაიშსა და ჭუბერში სვანეთში ასობით პოლიციელი შევიდა – დაპირისპირება ხაიშსა და ჭუბერში – Netgazeti
RU | GE  

სვანეთში ასობით პოლიციელი შევიდა – დაპირისპირება ხაიშსა და ჭუბერში

დღეს, 26 ივლისს, ხაიშსა და ჭუბერში ფინანსური პოლიცია შევიდა, რასაც მოსახლეობასთან დაპირისპირება მოჰყვა. საქმე ხე-ტყის შესაძლო უკანონო მოპოვებას ეხება, რაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაგვიდასტურეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, დაპირისპირების შემდეგ სვანეთში ასობით პოლიციელი შევიდა. შსს-ში განგვიცხადეს, რომ უსაფრთხოების მიზნით შეიყვანეს დამატებით პოლიციის ჯგუფები ორ სოფელში, თუმცა არავინ დაუკავებიათ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განგვიცხადეს, რომ გამოვლენილია ხე-ტყის მასშტაბური უკანონო მოპოვების ფაქტები, თუმცა დამატებით დეტალები ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია. საგამოძიებო სამსახური ამ საკითხზე დღის განმავლობაში, სავარაუდოდ, ბრიფინგს გამართავს.

ადგილობრივები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ხაიშსა და ჭუბერში ჩატარებული ოპერაციით. ხაიშის სკოლის მასწავლებელი და აქტივისტი, ზურაბ ნიჟარაძე აცხადებს, რომ ეკოლოგიის კუთხით მთავრობის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ განწყობილ სოფლებში სადამსჯელო რაზმები ჩააყენეს.

“ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების აღკვეთის მოტივით, დაახლოებით 1000-1200 პოლიციელია შემოსული ხაიშსა და ჭუბერის თემებში. ხელისუფლება კვლავ ხელების გადაგრეხის პოლიტიკით მუშაობს. არავითარი ხე-ტყე, არც სოფლის მეურნეობისა თუ ტურიზმის წახალისება… მხოლოდ ჰესები და ოქროს წარმოება!

მოვუწოდებ ყველა ზნეობრივ ადამიანს, ხელისუფლებას, სახალხო დამცველს, დიპკორპუსს – დაიცავით თქვენი და ჩვენი სვანეთი განუკითხაობისგან! ან მოგვეცით ალტერნატიული განვითარების საშუალება, ან დაგვცოხეთ და ამით დასრულდება ყველაფერი! დაგვაყენეთ საშველი, სანამ მთელი სვანეთი არ გამსკდარა დენთის კასრივით!” – აცხადებს ზურაბ ნიჟარაძე.

UPDATE: ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გვაცნობეს, რომ ამ დრომდე მიმდინარეობს ღონისძიება ჭუბერსა და ხაიშში ხე-ტყის უკანაონო მოპოვებასტან დაკავშირებით, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა მათ კვლავ არ აძლევს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების საშუალებას.

ამავე თემაზე გირჩევთ

პირველი არხის გავრცელებულ ფოტოს ხე-ტყის უკანონო ჭრასთან კავშირი არ აქვს – სატყეო

“პასუხის მოლოდინში, გამოჩნდა სპეცრაზმი” – ჭუბერის მკვიდრი სვანეთში განვითარებულ მოვლენებზე

პოლიციამ ჭუბერელს იარაღი მიაბჯინა შუბლზე… გადავრჩით სისხლისღვრას – ზურაბ ნიჟარაძე

პრემიერი: შეურიგებელი ვიქნებით ყველას მიმართ, ვინც ჩართულია ხე-ტყის უკანონო ჭრაში

სპეცრაზმი ჭუბერში

დაძაბულობა სვანეთში – ხაიშში სპეცრაზმის დამატებითი ძალები შეიყვანეს. მოსახლეობა სოფლის ცენტრის დატოვებას არ აპირებს.
ვიდეო: გარი ჩხვიმიანი

გაიგეთ მეტი: http://netgazeti.ge/news/294980/

Posted by netgazeti.ge on Thursday, July 26, 2018

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.