ახალი ამბები

სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა 3 ადამიანი

25 ივლისი, 2018 •
სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა 3 ადამიანი

დღეს, 25 ივლისს, ფონიჭალა-მარნეული-გეგუთის გზის მე-14 კილომეტრზე სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები ერთმანეთს ეეჯახა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამივე დაშავებული მსუბუქი ავტომობილით მგზავრობდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი