თუმცა პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამ საკითხს ქვეყანა უაღერსი ყურადღებით აკვირდება, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის ტრაგიკული გამოცდილება აქვს და არსებობს უკრაინის მაგალითიც:
“ასეთი ზეწოლის შემთხვევაში სიმტკიცის გარანტიები, ბუნებრივია, არის ხელისუფლებაში, მაგრამ არა მხოლოდ ხელისუფლებაში, ეს სიმტკიცის გარანტიები არის აგრეთვე საზოგადოებაში. არა მხოლოდ პოლიტიკური სპექტრი, არა მხოლოდ პრეზიდენტი, ქართული საზოგადოებაა გაერთიანებული ევროპული ღირებულების და ამ ვექტორის მიმართულებით. 20 წლის განმავლობაში ჩვენზე ზეწოლა იმიტომ ხორციელდება, რომ ჩვენ ვართ ერთმნიშვნელოვნად დასავლური სექტორის საზოგადოება. თუ შევხედავთ უკრაინის გამოცდილებას, ასეთი პოტენციალი ვაჭრობის ან ეკონომიკური თვალსაზრისით ჯერჯერობით რუსეთთან არ არსებობს. შესაბამისად, სიმშვიდე იქნებოდა არასწორი, მაგრამ პანიკაც იქნებოდა არაადეკვატური”, – განაცხადა პრეზიდენტმა გადაცემა “პოზიციაში” საუბრისას.







