ახალი ამბები

საქართველოს რკინიგზა: ფოთი-თბილისის მატარებელს ქვა ესროლეს

23 ივლისი, 2018 • 4110
საქართველოს რკინიგზა: ფოთი-თბილისის მატარებელს ქვა ესროლეს

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ფოთი-თბილისის მატარებელს დაუდგენელმა პირმა ქვა ესროლა. ჩამტვრეულია ვაგონის შუშა, რის გამოც მატარებელი კასპში შეყოვნდა. ამ დროისათვის გამოძახებულია საპატრულო პოლიცია.

როგორც რკინიგზა აცხადებს, დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ მატარებელი გააგრძელებს თბილისის მიმართულებით მოძრაობას. მატარებელი ფოთიდან 08:40 წუთზე გამოვიდა და თბილისში 14:05-ზე უნდა ჩამოსულიყო. მომხდარის გამო რეისი დაიგვიანებს. მიმდინარეობს გამოძიება.

მასალების გადაბეჭდვის წესი