საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, მატარებელი მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
“უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. სამგზავრო მატარებელი მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა. არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა. მატარებელი ბაქანთან მიდიოდა, რომელსაც ბათუმი-ქუთაისის რეისი უნდა შეესრულებინა.
ადგილზე მისულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. საქართველოს რკინიგზა მწუხარებას გამოთქვამს ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს”, – ვკითხულობთ რკინიგზის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დეტალების დაზუსტების შემდეგ მასალა განახლდება.