ახალი ამბები

სოჭის ოლიმპიადის ქართველ მონაწილეებს შვეიცარიის საელჩო დაეხმარება

3 თებერვალი, 2014 •
სოჭის ოლიმპიადის ქართველ მონაწილეებს შვეიცარიის საელჩო დაეხმარება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დღეს გავრცელებული განცხადებით, ზამთრის ოლიმპიური თამაშების პერიოდისთვის, 2014 წლის 7-23 თებერვალს, ქ. სოჭში რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის ვიცეკონსულია მივლენილი.

 

“[ვიცე-კონსულის] უშუალო კომპეტენციაში შედის შესაბამისი დახმარება აღმოუჩინოს სოჭში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს.  ქ. სოჭში ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე განლაგებულ „შვეიცარიის სახლში“ საქართველოს მოქალაქეებისთვის იმოქმედებს ცხელი ხაზი +7 926 422 96 49, +7 926 326 45 25”,- ნათქვამია განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი