ახალი ამბები

აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრების კონდიცირების მოთხოვნით აქციას აანონსებენ

1 ივლისი, 2018 • 3847
აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრების კონდიცირების მოთხოვნით აქციას აანონსებენ

აბიტურიენტები კონდიციონერის აღჭურვის მოთხოვნით დღეს, 1 ივლისს აქციას გამართავენ. აბიტურიენტები აცხადებენ, რომ აქციას 18:00 საათზე დაიწყებენ.

აბიტურიენტმა ირაკლი მელიქიძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან განაცხადა, რომ აქცია პარლამენტის შენობის წინ გაიმართება.

“ჩვენი პროტეტის მთავარი მიზანი ისაა, რომ ყველა საგამოცდო ცენტრში დაგვიყენონ კონცეციონერები. ესეთ გაუსაძლის სიცხეში შეუძლებელია წერა. პირობა მოგვცეს რომ დაიწყებდნენ სკოლების აღჭურვას, მაგრამ თითონევე თქვეს, რომ ასე ყველა სკოლას ვერ აღწურვავდნენ. ეგ უფრო დიდი უსამართლობაა, იმიტომ რომ ყველა აბიტურიეტს არ მოუწევს თანაბარ პირობებში გამოცდების დაწერა”, – ამბობს ირაკლი მელიქიძე.

“ჩვენი მშვიდობიანი აქცია მიმართულია განათლების სამინისტროსკენ. განრიგის ცვლილებამ არეულობა მოიტანა მოსწავლეებისთვის. ისეთი განრიგი შედგა, რომ მოსწავლეებს არ აქვთ განტვირთვის საშუალება გამოცედებს შორის”, – ამბობს გივი ღვინჯილია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი