ახალი ამბები

ზოიძე: ცვლილებები შესაძლოა დაანონსებულ სამინისტროებზე მეტს შეეხოს

21 ივნისი, 2018 • 1667
ზოიძე: ცვლილებები შესაძლოა დაანონსებულ სამინისტროებზე მეტს შეეხოს

“ქართული ოცნების” წევრმა”, პარლამენტარმა აკაკი ზოიძემ განმარტა, რომ ცვლილებები შესაძლოა 11 დაანონსებულ სამინისტროზე მეტს შეეხოს კომპეტენციების გადანაწილების კუთხით.

“თვითმიზანი არც 11 და არც 9 სამინისტრო არაა. საუბარია იმაზე, რომ შეიძლება სხვა სამინისტროებსაც შეეხოთ ცვლილებები. ეს არ ნიშნავს, რომ რიცხვი შემცირდება, რაღაც ფუნქციები გარკვეული სამინისტროებიდან გადავიდეს სხვა სამინისტროში. მაგალითად, ყველა საკითხი, რაც ეხება მშენებლობას, გადავიდეს ინფრასტრუქტურის სამინისტროში. ძირითადი წინადადებაა, რომ დაჩქარდეს ყველა საკითხი, რაც მშენებლობასთანაა დაკავშირებული და შემცირდეს კორუციის რისკები”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ 11 სამინისტრო იქნება მთავრობის შემადგენლობაში, ზოიძემ უპასუხა:

“ამ ეტაპზე, გადაწყვეტილად ჟღერდება, ზოგიერთი ჩემი კოლეგა დარწმუნებით ამბობს. არ არის საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული, წინადადება არის ამ მიმართულებით, მაგრამ წინადადება არ ნიშნავს უკვე მიღებულ გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილებას რომ მივიღებთ, გეტყვით”.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, სამინისტროების რაოდენობა 11-მდე უნდა შემცირდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი