ახალი ამბები

საბაჟოზე 4.6 კგ არადეკლარირებული ოქრო და 50.2 კგ ვერცხლი ამოიღეს

21 ივნისი, 2018 • 2667
საბაჟოზე 4.6 კგ არადეკლარირებული ოქრო და 50.2 კგ ვერცხლი ამოიღეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქრო-ვერცხლის უკანონოდ გადატანის ხუთი ფაქტი გამოავლინეს.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ოთხ შემთხვევაში, ბრალდებულებმა მათივე მართვის ქვეშ არსებულ სატრანსპორტო საშუალებებში მოწყობილი სპეციალური სამალავებით საქართველოს საბაჟო გამშვები პუნქტების „სადახლოს“, „სარფისა“ და „ნინოწმინდის“ გავლით შემოიტანეს დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის – ჯამში,  4,6 კგ  ოქროსა და  50,2 კგ  ვერცხლის ნაკეთობები. ხოლო, ერთ შემთხვევაში, ბრალდებული ცდილობდა სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით მალულად შემოეტანა 277 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებული ძვირფასი ლითონის საბაჟო ღირებულება, ჯამში, 360 000 ლარს შეადგენს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის  მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი