ახალი ამბები

ბახტაძემ მინისტრთა ახალი შემადგენლობა ჯანელიძის და ქუმსიშვილის გარეშე წარადგინა

18 ივნისი, 2018 • 3284
ბახტაძემ მინისტრთა ახალი შემადგენლობა ჯანელიძის და ქუმსიშვილის გარეშე წარადგინა

მთავრობის შემადგენლობაში, რომელიც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ პარლამენტს წარედგინა, 3 ახალი მინისტრია. მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ბახტაძემ საკანონმდებლო უწყებას დავით ზალკანიანი წარუდგინა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად- გიორგი ჩერქეზიშვილი, ხოლო ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ნიკოლოზ გაგუა დასახელდა.

სამივე მათგანი ამავე უწყებებში იკავებდა მინისტრის მოადგილეების პიზიციას.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რიგგარეშე პლენარული სხდომა მთავრობის ამ შემადგენლოის დაამტკიცებლად 20 ივნისს გაიმართება. მანამდე კი, 19 ივნისს დეპუტატები მინისტრობის კანდიდატებს სხვადასხვა ფორმატში მოუსმენენ.

რაც შეეხება ბახტაძის მიერ დაანონსებულ სტრუქტურულ ცვლილებებს მთავრობაში, რომლის შედეგადაც, პრემიერ-მინისტორბის კანდიდატის თქმით, 14 სამინისტრო 11-მდე უნდა შემცირდეს, კობახიძე ამბობს, რომ ამ პროცედურებისთვის პარლამენტს დაახლოებით 3 კვირა დასჭირდება. სამთავრობო ცვილებებოს მიღების შემთხვევაში კი პარლამენტმა ხელახლა უნდა გამოუცხადოს ნდობა მთავრობის ახალ შემადგენლობას, რომელსაც ბახტაძე წარადგენს.


დღეს პრემიერობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ არ წარადგინა მომავალი მთავრობის განახლებული შემადგენლობა.

ბახტაძის განმარტებით, მისი სამთავრობო პროგრამა, რომელიც უკვე მზად არის, ითვალისწინებს 14 სამინისტროს 11-მდე შემცირებას, თუმცა დღეს არსებული კანონმდბელობიდან გამომდინარე მინისტრობის 11 კანდიდატს ვერ დაასახელებდა, რადგან სამინისტროების შემცირებას შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები ესაჭიროება.

ამიტომ, ბახტაძის თქმით, მთავრობის დღეს არსებული შემადგენლობა ფორმალურად უცვლელი რჩება, მას შემდეგ კი, რაც ის ნდობას მოიპოვებს, პარლამენტში ახალი საკანონმდებლო წინადადებებით წარდგებიან და სამინისტროების შემცირებას მოითხოვენ, ამის შემდეგ კი  მთავრობის ახალ შემადგენლობას დაასახელებს. ბახტაძე ამბობს, რომ მომავლ მთავრობაში ახალი სახეები აუცილებლად იქნებიან, ახალი მინისტრების ვინაობას კი საზოგადოება დაახლოებით 2-3 კვირაში გაიგებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი