როგორც შსს-ში განმარტავენ, ასეთი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა საქართველოში ზამთრის კურორტებზე ტურისტების საგრძნობი მატება, ასევე, ქვეყნიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების საზღვარგარეთ ექსპორტის და სატრანზიტო მოძრაობის რაოდენობის ზრდა.
“ამასთან, რუსეთის ფედერაციაში გამსვლელი სატვირთო ავტომობილების მძღოლებისთვის რუსეთის ფედერაციის ვიზების გაცემა გამარტივდა.
აღნიშნული პროცედურები გაკეთდა იმისთვის, რომ ვიზიტორების მოსალდონელი მატების პირობებში დარიალის სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით საქართველოში შემომსვლელ და გამსვლელ მოქალაქეებს მგზავრობისას გაუმარტვივდეთ გადაადგილება”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც შსს ავრცელებს.