ახალი ამბები

აკაკი ზოიძე: პრემიერობის ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატი მამუკა ბახტაძეა

14 ივნისი, 2018 • 2336
აკაკი ზოიძე: პრემიერობის ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატი მამუკა ბახტაძეა

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი აკაკი ზოიძე ტელეკომპანია “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში ადასტურებს, რომ მმართველ გუნდში პრემიერობის ერთ-ერთი ყველაზე რეალურ კანდიდატად ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძე განიხილება:

“მე რამდენადაც ვიცი, ერთ-ერთი ყელაზე რეალური კანდიდატი სწორედ მამუკა ბახტაძეა” – ამბობს “ქართული ოცნების” დეპუტატი.

მას შემდეგ, რაც გუშინ, 13 ივნისს საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორიგ კვირკაშვილმა განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს, ავტომატურად შეუწყდა უფლებამოსილება მინისტრთა კაბინეტსაც. ორი დღის განმავლობაში მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე იქნება.

ტელეკომპანიების, “რუსთავი2”-ისა და “პირველი არხის” ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტს ფინანსთა უკვე ყოფილი მინისტრი და ამჟამად მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძე დაიკავებს.

გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერის პოსტი 13 ივნისს დატოვა. ქართული მედიასაშუალებების ნაწილი მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას 12 ივნისის დილიდან ავრცელებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი