ახალი ამბები

პრემიერი და მთავრობა გადადგა

13 ივნისი, 2018 • 23146
პრემიერი და მთავრობა გადადგა

დღეს, 13 ივნისს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გადადგა. შესაბამისად, გადამდგარია მთავრობის სრული შემადგენლობა. აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა დღეს, 13 ივნისს მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე.

გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ აზრთა სხვადასხვაობა ხშირად ჰქონია პარტია “ქართული ოცნების”თავმჯდომარესთან და ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან და მიიჩნევს, რომ ახლა მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, სურვილისამებრ დააკომპლექტოს მთავრობა.

სანამ გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებას გააკეთებდა, მანამდე იმ ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ ისაუბრა, რომელსაც მთავრობა ატარებდა. მისი თქმით, ბევრი მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილება მიიღო. კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც მასთან ერთად მუშაობდა მისი პრემიერ-მინისტრობის დროს. კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ”მისცა საშუალება საქართველოსთვის ემსახურა” და წარმატებებიც უსურვა.

ქართული მედიასაშუალებების ნაწილი 12 ივნისის დილიდან ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ იგეგმება სამთავრობო ცვლილებები. კერძოდ, შესაძლოა, პოსტი დატოვონ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. გუშინ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს მმართველი პარტიის ლიდერებმა, თუმცა მათმა ნაწილმა არ გამორიცხა ცვლილებები.

ამავე თემაზე გირჩევთ

ჩვენმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო – ვაშაძე პრემიერის გადადგომაზე

პრემიერი გადადგა – რა ხდება ამის შემდეგ პროცედურულად

მასალების გადაბეჭდვის წესი