“კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლემ დიდი და დადებითი გამოხმაურება გამოიწვია. ერთი ნაწილი კი გააღიაზიანა იმ ადგილმა, სადაც სუროგატ დედებზე და ხელოვნურ განაყოფიერებაზეა ლაპარაკი. ზოგიერთმა ისიც ჩათვალა, თითქოს ეკლესია ასეთი მეთოდით დაბადებულ ბავშვებს უპირისპირდება, რაც სრული აბსურდია. პირიქით, ამ პატარებს ეკლესიისაგან მეტი სითბო, სიყვარული და დალოცვა სჭირდება. ამიტომაც არის, რომ ასეთი ბავშვები პატრიარქის ნათლულები არიან და ამაში გასაკვირი არაფერია. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული მეთოდი მისაღებია. თითქმის ყველა ტრადიციული რელიგია ეწიანააღმდეგება მას და ცოდვად მიიჩნევს. კათოლიკოს-პატრიარქიც და სასულიერო პირებიც ვალდებული არიან აღნიშნულის შესახებ გააფრთხილონ მრევლი და საერთოდ საზოგადოება. ეკლესია პატივს სცემს ნებისმიერი ადამიანის თავისუფალ არჩევანს, მაგრამ სადაც თვლის, რომ არასწორ ქმედებას აქვს ადგილი, უთითებს. ეს ეკლესიის მოვალეობაა,”- წერია განცხადებაში, რომელიც ახალციხის, ლაზეთისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ გააცნო ჟურნალისტებს.
მართლმადიდებლი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ საშობაო ეპისტოლეში განაცხადა, რომ ხელოვნური განაყოფიერების გზით დაბადებული ბავშვები “პრობლემური” იქნებიან, ხოლო ოჯახი, რომელშიც “სუროგატი დედის დაბადებული ბავშვი იზრდება, ბედნერი ვერ იქნება.
“შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება? ეს პატარა ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისათვის, მიუსაფრობისა და მარტოობისათვის. იგი კეთილდღეობაშიც რომ გაიზარდოს, მუცლადყოფნის პერიოდის ამ სიმძიმეს ვერაფერი შეცვლის და ეს აუცილებლად იჩენს თავს ზრდასრულ ასაკში. პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა”, – წერია ეპისტოლეში.