ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილის ბიოგრაფია

2 ნოემბერი, 2013 • • 4802
ირაკლი ღარიბაშვილის ბიოგრაფია

ღარიბაშვილმა ბაკალავრიატის საფეხურზე საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალიობით დაამთავრა 2004 წელს. 

 

2002 წელს მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი საფრანგეთში, სორბონის უნივერსიტეტში აგრძელებს სწავლას პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტზე, ასევე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. 

 

საქართველოში დაბრუნებისას კი, 2005 წელს კვლავ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აგრძელებს განათლების მიღებას, ამჯერად მაგისტრატურის მიმართულებით, თუმცა სპეციალობა კვლავ უცვლელია, ღარიბაშვილი საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრატურას ასრულებს.


პრემიერ–მინისტრობის კანდიდატის პროფესიული გამოცდილება 2001 წლიდან იწყება, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე, 2001– 2002 წლებში ღარიბაშვილი საქართველოს პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სტაჟირებას გადიოდა. 


ივანიშვილი და ღარიბაშვილი
ივანიშვილი და ღარიბაშვილი


2004–2005 წლებში კი  შპს “ბურჯი”-ს (ქართუ-ჯგუფი) ლოჯისტიკის დეპარტამენტის საგარეო შესყიდვების განყოფილების მენეჯერი იყო. წლების განმავლობაში ღარიბაშვილს სხვადასხვა თანამდებობა ეკავა “ქართუ ჯგუფში”, რომლის დამფუძნებელიც ბიძინა ივანიშვილია. მაგალითად, 2005 წლის მაისი-ოქტომბერი იგი შ.პ.ს. “ბურჯი”-ს (ქართუ-ჯგუფი) ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო. 2005-2008 წლებში- სააქციო საზოგადოება “ქართუ ჯგუფის” პრეზიდენტის თანაშემწე. 2005 წლიდან 2012 წლამდე  ასევე ეკავა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ქართუ”-ს გამგეობის თავმჯდომარის და გენერალური დირექტორის თანამდებობა. 


2006 წელს საქართველოში სან-მარინოს რესპუბლიკის საპატიო კონსულის პირადი წარმომადგენელი იყო. 2007 წლიდან ღარიბაშვილი “ბანკი ქართუს” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ხდება. 2009-2012 წლებში კი შპს “ქართული ოცნების” დირექტორი. 


2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ღარიბაშვილი 2012 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა, თუმცა პოლიტიკური თანამადებობა დაიკავა და პარლამენტი დატოვა. 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე ღარიბაშვილს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა. 


საქართველოს პრემიერ–მინისტრობის კანდიდატს ჰყავს ცოლი ნუნუ თამაზაშვილი, და ორი მცირეწლოვანი შვილი. 


შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად. ირაკლი ღარიბაშვილი ფლობს  ქართულ, ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი