ახალი ამბები

მთავარ პროკურატურასთან გზა გადაიკეტა – აქცია 19 საათზე იწყება

31 მაისი, 2018 •
მთავარ პროკურატურასთან გზა გადაიკეტა – აქცია 19 საათზე იწყება

მთავარ პროკურატურასთან, სადაც მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მშობლები მხარდამჭერებთან ერთად აქციას მართავენ, ხალხის რაოდენობის გამო გზა გადაიკეტა. ამასთანავე, დღეს, 31 მაისს, 19 საათზე, ამ ტერიტორიაზე დაგეგმილია საპროტესტო აქცია.

2017 წლის დეკემბერში მოკლული სარალიძის მშობლები უკვე რამდენიმე საათია მთავარ პროკურატურასტან იმყოფებიან.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება იმავე ჩხუბის დროს მოკლულ დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

სასამართლოს გადაწყვეტლების გამოცხადების შემდეგ, მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები პროკურატურასთან მივიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ სანამ მისი შვილის მკვლელებს არ დააკავებენ და მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე არ გადადგება, აქციებს არ შეწყვეტს. სარალიძე გამოძიების ხელახლა ჩატარებას და მისი შვილის მკვლელობაში მონაწილეთა დასჯას ითხოვს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი

ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი