ახალი ამბები

ომბუდსმენი: პროკურატურამ გამოძიება მკვლელობის სხვა მონაწილეების გამოსავლენად უნდა დაიწყოს

31 მაისი, 2018 • 1337
ომბუდსმენი: პროკურატურამ გამოძიება მკვლელობის სხვა მონაწილეების გამოსავლენად უნდა დაიწყოს

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს პროკურატურას, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში მონაწილე სხვა დამნაშავეების გამოსავლენად გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყოს. ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც სახალხო დამცველი განმარტავს, აღნიშნული გამოძიების დაწყებისთვის საფუძველი უკვე არსებობს, ვინდაინან, ექსპერტიზის დასკვნების მიხედვით, დავით სარალიძის სასიკვდილო ჭრილობა არ იყო მიყენებული გამოძიების მიერ მოპოვებული იარაღით.

“უახლოეს პერიოდში გამოძიების მასალებს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი სრულად შეისწავლის. თუმცა ამ ეტაპისთვის შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ადასტურებს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ წარმოშობილ ეჭვებს, რომ გამოძიებამ გარდაცვლილი სარალიძის მკლელობაში დამნაშავეები სრულად ვერ გამოავლინა. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების მიმდინარეობისას დაზარალებულის მხარე ამ გარემოებაზე ღიად აპელირებდა, გამოძიება სხვა პირების მიერ მკლელობის ფაქტზე დღემდე არ დაწყებულა და პროკურატურა გამორიცხავდა სხვა პირების მონაწილეობას. სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, დაუყოვნებლის დაიწყოს გამოძიება მკლელობაში სხვა მონაწილე დამნაშავეების გამოსავლენად და ასევე ხაზგასმით მსურს აღვნიშნო, რომ ამ მიმართულებით გამოძიების დაწყების საფუძველი უკვე არსებობდა, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ექსპერტიზის მიხედვით, დავით სარალიძის სასიკვდილო ჭრილობა არ იყო მიყენებული გამოძიების მიერ მოპოვებული იარაღით,” – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

გარდა ამისა, ნინო ლომჯარიას განცხადებით, საზოგადოებაში არსებობს კითხვები დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობის ფაქტების გამოძიების მიმართულებით, კერძოდ კი, თუ რამდენად ამომწურავია პასუხისგებაში მიცემულ იმ პირთა სია, რომლებმაც ხელი შეუწყვეს დანაშაულსი დაფარვას.

“მაღალი საზოგადობერივი ინტერესებიდან გამომდინარე, სახალხდო დამცველი მოუწდებს პროკურატურას, გააცნოს ყველა სხვა მიმდინარე გამოძიების მასალები ამ ფაქტთან დაკავშირებით და მიმდინარე გამოძიების მასალები გააცნოს სახალხო დამცველს,” – განმარტავს სახალხო დამცველი.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე, 2017 წლის დეკემბერში მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება მეორე მოკლულს, დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

სასამართლოს გადაწყვეტლების გამოცხადების შემდეგ, მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები პროკურატურასთან მივიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ სანამ მისი შვილის მკვლელებს არ დააკავებენ, აქციებს არ შეწყვეტს. სარალიძე გამოძიების ხელახლა ჩატარებას და მისი შვილის მკვლელობაში მონაწილეთა დასჯას ითხოვს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი