ახალი ამბები

პუტინი: ჩემი დამოკიდებულება საქართველოს ამჟამინდელი მთავრობისადმი შეიცვალა

19 დეკემბერი, 2013 •
პუტინი: ჩემი დამოკიდებულება საქართველოს ამჟამინდელი მთავრობისადმი შეიცვალა

ჟურნალისტმა პუტინს დაუსვა შეკითხვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის გუშინდელ განცხადებაზე, რომ რუსეთი არ არის მზად საქართველოსთან უვიზო რეჟიმისთვის, მაშინ, როცა საქართველოს პრემიერმა განაცხადა, რომ ახალმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში დაძაბულობის მოსახსნელად. შეკითხვაზე – რა პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმისთვის არის მზად რუსეთი და შეიცვალა თუ არა საქართველოს მთავრობისადმის რუსეთის პრეზიდენტის დამოკიდებულება, პუტინმა უპასუხა:

 

ვლადიმერ პუტინი
ვლადიმერ პუტინი

“ჩვენ ვხედავთ სიგნალებს, რასაც გადმოსცემს საქართველოს მთავრობა. ჩვენ ძალიან ღრმა კავშირები გვაქვს: კულტურული, სულიერი – მხედველობაში მაქვს რელიგიური სიახლოვე. არის პრობლემები, რომლებიც ჩვენ გამოც შეიქმნა. ჩვენ ეს არ გაგვიკეთებია, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. ჩვენ ხშირად გვითქვამს: არ გააკეთოთ ეს. არა, გააკეთეს. ახლა ჩამოყალობდა არსებული რეალობა, რომელსაც ანგარიში უნდა გავუწიოთ. არ ვიცი, რა იგულისმა საგარეო საქმეთა მინისტრმა. შეიძლება ეს რაიმე ფორმალური საკითხი იყო ამ უწყებასთან დაკავშირებული. სიტუაციის გათვალისწინებით, ჩვენ შეგვიძლია წავიდეთ უვიზო რეჟიმის დაბრუნებაზე. ყველაფერი ექსპერტების დონეზე უნდა იყოს მოფიქრებული, მაგრამ ეს იქნებოდა ქვეყნებს შორის ურთიერთობის ნორმალიზებისკენ ნაბიჯი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი