ახალი ამბები

უსუფაშვილი: მართლმსაჯულების აღსრულება არ უნდა იყოს პოლიტიკურ დევნად გაგებული

19 დეკემბერი, 2013 • • 992
უსუფაშვილი: მართლმსაჯულების აღსრულება არ უნდა იყოს პოლიტიკურ დევნად გაგებული

“2020 წელს მინდა ვიხილო საქართველო, სადაც ნებისმიერი პოლიტიკური პირისთვის წაყენებული ბრალი, შიგნითაც და გარეთაც, იქნება როგორც მართლმსაჯულების ზეიმი, როგორც დამოუკიდებელი პროკურატურისა და სასამართლოს გადასაწყვეტი საქმეები და არა როგორც სხვა კონტექსტი. ამ ნდობის მოპოვებას დრო სჭირდება.


ვისურვებდი, რომ 2020 წელს, თუ რომელიმე პოლიტკური პარტია გააკეთებდა განცხადებას, რომ პოლიტიკური დევნის მსხვერპლია, ჩვენ ყველანი ვიქნებოდით იმდენად დარწმუნებული პოლიციაში, პროკურატურაში, სასამართლოში, გაგვეღიმებოდა- რას ლაპარაკობს ეს ხალხიო. ისევე, როგორც დღეს დიდ ბიტანეთში რომელიმე პოლიტიკურ ფიგურას რომ წაუყენონ ბრალი და თქვან, რომ ეს პოლიტიკური დევნააო, გაიღიმებენ. ასეთი საქართველო მინდა 2020 წელს”.

 

დავით უსუფაშვილმა აღნიშნული განცხადებები “მრავალპარტიული დემოკრატიის ნიდერლანდური ინსტიტუტის” მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე “პოლიტიკური ლანდშაფტი 2020- პოლიტიკური პარტიების მომავალი” დასწრების შემდეგ გააკეთა. 

 

უგულავას გუშინ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით ორგანიზებული ჯგუფის მიერ თბილისის განვითარების ფონდისთვის დედაქალაქის რეაბილიტაცია- განვითარებისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე ბრალი წაუყენეს, თუმცა არ დაუკავებიათ.

 

ფილიპ დიმიტროვი თბილისის მერის დაკავებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ შერჩევითი სამართლიანობა არ უნდა დაუშვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი