“2020 წელს მინდა ვიხილო საქართველო, სადაც ნებისმიერი პოლიტიკური პირისთვის წაყენებული ბრალი, შიგნითაც და გარეთაც, იქნება როგორც მართლმსაჯულების ზეიმი, როგორც დამოუკიდებელი პროკურატურისა და სასამართლოს გადასაწყვეტი საქმეები და არა როგორც სხვა კონტექსტი. ამ ნდობის მოპოვებას დრო სჭირდება.
დავით უსუფაშვილმა აღნიშნული განცხადებები “მრავალპარტიული დემოკრატიის ნიდერლანდური ინსტიტუტის” მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე “პოლიტიკური ლანდშაფტი 2020- პოლიტიკური პარტიების მომავალი” დასწრების შემდეგ გააკეთა.
უგულავას გუშინ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით ორგანიზებული ჯგუფის მიერ თბილისის განვითარების ფონდისთვის დედაქალაქის რეაბილიტაცია- განვითარებისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე ბრალი წაუყენეს, თუმცა არ დაუკავებიათ.
ფილიპ დიმიტროვი თბილისის მერის დაკავებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ შერჩევითი სამართლიანობა არ უნდა დაუშვას.
