“ჩვენი სტრატეგია ამასთან დაკავშირებით არის ადგილობრივი წარმოების განვითარება და ექსპორტ-იმპორტის ბალანსის გაუმჯობესება. ეს არის ერთადერთი სტრატეგია ამ შემთხვევაში, რომ ეს ბალანსი რაღაცნაირად შეიცვალოს. არანაირი საგანგაშო მდგომარეობა არ არის, ჩვეულებრივად ხდება კურსის ჩანაცვლება, გამომდინარე იქიდან, რომ პერიოდულად სერიოზული ცვლილებებია.


მთავრობის ამოცანა არ არის ლარის კურსის გარკვეული ნიშნულის შენარჩუნება, ეს მინდა კარგად გაითავისოს ყველა ექსპერტმა, რადგან ამაზე იყო ბევრი სპეკულაცია. მთავრობის გრძელვადიანი ამოცანაა ჯანსაღი სავაჭრო ბალანსის შენარჩუნება და ჯანსაღი საგადასახო საგადმხდელო ბალანსის შენარჩუნება, რაც, საბოლოო ჯამში, ლარის კურსზე აისახება”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


ლარმა გაუფასურება 2013 წლის 8 ნოემბრიდან დაიწყო. ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში ერთი თვის წინ 1,6793 ნიშნულზე იყო. 13 დეკემბრის მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1.7123-მდე დაეცა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *